პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა

4 months ago 41

პატიმრობაში მყოფი თემურ ქათამაძე, რომელიც საზოგადოებაში „ბათუმელი მედროშის“ სახელით არის ცნობილი, 1 აპრილიდან შიმშილობას იწყებს, ინფორმაციას ამის შესახებ მისი უფლებადამცველი ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

"მე „ბათუმელი მედროშე “ თემურ ქათამაძე, პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ", - წერს ის.

ქათამაძის თანახმად, პროტესტის ეს ფორმა მისთვის სიმბოლურია და ეძღვნება "ეთნიკური ქართველების - ჩვენებურების ბელადს, „ახმედ მელაშვილს!“ და სინდისის პატიმრებს.

თემურ ქათამაძის წერილი

თემურ ქათამაძის წერილი
  • თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  • 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს და შსს-ს მოთხოვნით, საემიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

მეორედ დაპატიმრების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა - „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან მოყოლებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.

თემურ ქათამაძეს 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

სრულად წაკითხვა