წლების განმავლობაში კარაქი არაერთი უარყოფითი მითის „მსხვერპლი“ იყო – მაღალი კალორიულობა, ქოლესტერინი, ცხიმის ჭარბი შემცველობა… თუმცა თანამედროვე კვლევებმა ამ შეხედულებებს გადახედა და დაამტკიცა: ნატურალური კარაქი არა მხოლოდ უვნებელია, არამედ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ყოველდღიურ მენიუში უნდა შევიტანოთ.
მთავარი წესი – ზომიერება
ჯანმრთელი კვების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ბალანსი: ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტის გადამეტებული რაოდენობა შესაძლოა საზიანო გახდეს. იგივე ეხება კარაქსაც.
-
თუ წონაში დაკლების დიეტაზე ხართ – დღეში არაუმეტეს 10 გრამისა;
-
თუ ჭარბი წონა არ გაწუხებთ – დღეში მაქსიმუმ 30 გრამი.
კარაქის 12+1 ძირითადი სარგებელი
1. კარაქი A ვიტამინის ყველაზე ადვილად შესათვისებელი წყაროა. ეს ვიტამინი კი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ჯანმრთლობისთვის.
2. კარაქში შემავალი ცხიმოვანი მჟავები – ომეგა-3 და ომეგა 6 – ამარტივებს A, E, D, K ვიტამინების შეთვისებას, რომელთა წყაროც ასევე არის კარაქი. ისინი აფერხებენ დაბერების პროცესს და დადებითად მოქმედებენ კანის, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობაზე.
3. ვიტამინი D ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების ჯანმრთელობას, არეგულირებს ინსულინის დონეს, მნიშვნელოვანია ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებისთვის, ასევე, ძვლებისა და კბილების სიჯანსღისთვის.
4. კარაქის ერთ-ერთ „მინუსად“ მისი კალორიულობა მიიჩნეოდა, თუმცა სინამდვილეში მცენარეული ზეთი უფრო კალორიული პროდუქტია.
- 100 გ კარაქი 100 – 610-750 კკალ;
- 100 გ მცენარეული ზეთი (ქოქოსის, ზეითუნის) – 850-900 კკალ.
5. კარაქში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ქიმიური სტრუქტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ისინი მალევე იწვება და ცხიმის სახით ორგანიზმში არ გროვდება, არამედ ენერგიად გარდაიქმნება. კარაქის ჭამის შემდეგ მალევე დგება ნაყროვანების შეგრძნება და, შესაბამისად, ორგანიზმი დამატებით საკვებს აღარ ითხოვს.
6. კარაქში შემავალ ცილა – კაზეინებაორგანიზმი ადვილად შეიწოვს და მის მონელებას დიდი დრო სჭირდება. ამის წყალობით დანაყრების შეგრძნება დიდხანს გრძელდება და შიმშილის გრძნობა მალე არ ბრუნდება.
7. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ყველაზე უკეთ გვიცავს კიბოსა და ათეროსკლეროზისგან.
8. არაპასტერიზებული კარაქი შეიცავს ვულცენის (Wulzen) ფაქტორს, რომელსაც, აგრეთვე, უწოდებენ ფაქტორს „შებოჭილობის“ წინააღმდეგ. ის შედის ძროხის ნედლ რძეში, განსაკუთრებით, კარაქსა და ნაღებში. ითვლება, რომ ვულცენის ფაქტორი ხელს უშლის ართრიტით გამოწვეული შებოჭილობის განვითარებას, ასევე, შეუძლია სახსრების კალციფიკაციის პროცესი არათუ შეაჩეროს, არამედ შექცევადიც კი გახადოს. ვულცენის ფაქტორი, ძირითადად, დაკავშირებულია ოსტეოართრიტის პრევენციასა და მკურნალობასთან.
9. კარაქი იოდის საუკეთესო წყაროა, თანაც ამ პროდუქტიდან იოდს ორგანიზმი კარგად ითვისებს.
10. კარაქი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ის ამცირებს დიარეის, შემთხვევებს, მათ შორის, ბავშვებში.
11. ვიტამინი K2-ის მაღალი შემცველობის გამო კარაქი ამცირებს კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
12. კარაქში შემავალი ყველაზე ფასეული ინგრედიენტია ნივთიერება ბუტირატი. ეს მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ბუტირატის მჟავა დაბლა სწევს ცუდი ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდები) დონეს სისხლში, ასევე, ამაღლებს ინსულინის მგრძნობელობას ძალიან შთამბეჭდავი დოზით, 300%-ით.
13. რაც შეეხება კიდევ ერთ მითს, რომ კარაქი ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას, რომელიც სისხლძარღვებს ეცობა – როგორც თანამედროვე მედიცინამ დაადგინა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირიქით, ნატურალურ კარაქში შემავალი ქოლესტერინი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას.
როგორ გავიგოთ, ნატურალურია თუ არა კარაქი?
1. გაყინვა
კარაქის ნატურალურობის შესამოწმებლად მარტივი, მაგრამ ეფექტიანი მეთოდია მისი გაყინვა. გაყინული კარაქი გამოიღეთ და შეეცადეთ, დანით დაჭრათ ისე, რომ გალღობას არ დაელოდოთ. თუ კარაქი იდეალურ ნაჭრებად იჭრება და არ იმტვრევა, თქვენ წინაშეა 100%-ით მცენარეული ცხიმებისგან დამზადებული ფალსიფიცირებული „კარაქი“. ნატურალური გაყინული კარაქი დაჭრისას იმტვრევა/იფშვნება და მისი პურზე წასმა ძნელია, სანამ არ გადნება.
2. ცხელი წყლის ტესტი
მოჭერით კარაქის პატარა ნაჭერი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი. დაელოდეთ, სანამ ცხიმი მთლიანად არ გადნება. ნატურალური კარაქი გაიხსნება და წყალს რძისფერ შეფერილობას მისცემს, ზედაპირზე კი რძის ცხიმის (ერბოს) ფენა წარმოიქმნება (არა მცენარეული ზეთის ფენა – ამის გარჩევა მარტივია). თუ კარაქი ცხელ წყალში კოშტებად იხსნება, მაშინ ის არა სუფთა კარაქი, არამედ მარგარინისა და კარაქის ნარევია.
3. ტაფაზე გაცხელება
შეამოწმეთ კარაქის ნატურალურობა ტაფაზე გაცხელებით. თუ კარაქი გადნობისთანავე ყავისფერი ან შავი გახდება და ჭვარტლს წარმოქმნის, მაშინ ის ნამდვილი არ არის. ნატურალური კარაქი ოქროსფრად დნება.
4. ოთახის ტემპერატურა
კარაქისა და მცენარეული ცხიმების დნობის ტემპერატურა განსხვავებულია. მაგიდაზე დატოვეთ კარაქის ნაჭერი და დააკვირდით: ნამდვილი კარაქი უფრო მალე დარბილდება, შემდნარივით გახდება. მარგარინი გაცილებით ნელა დნება და, შესაბამისად, ოთახის ტემპერატურაზე ფორმას უკეთ ინარჩუნებს.
რომელი კარაქი ავირჩიოთ?
-
-
უპირატესობა მიეცით ფოლგაში შეფუთულს – ფოლგა მზის სხივებს არ ატარებს.
-
ხარისხიანი კარაქი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ნატურალურ ნაღებს, დასაშვებია ვიტამინებისა და მარილის დამატება.
-
ცხიმიანობა შეიძლება იყოს 67%–82,5% – ეს არ მოქმედებს ხარისხზე, არამედ მხოლოდ კალორიებზე.
-
შოკოლადის კარაქი
ის ნაკლებად ცხიმიანია (62%) და კაკაოს შეიცავს, თუმცა შოკოლადის კარაქში საკმაოდ ბევრი შაქარია (18 გ – 100 გ-ზე). ამის გამო ის არ შეიძლება ჯანსაღად ჩაითვალოს, მაგრამ დაუცეხვავი მარცვლეულისგან გამომცხვარი პურის ნაჭერზე გადასმული 10-15 გ ნატურალური შოკოლადის კარაქი შესანიშნავი ალტერნატივაა ორცხობილებისა ან ნამცხვრებისა, რომლებიც შეიძლება გაცილებით მაღალკალორიული იყოს.
კარაქის შენახვის წესები
-
შეინახეთ გრილ ადგილას, ტემპერატურა – არაუმეტეს 12°C.
-
საუკეთესო საკარაქე — კერამიკის ან ფაიფურის.
-
გაყინვა დასაშვებია: სწორად შეფუთეთ ჯერ ფოლგაში, შემდეგ ცელოფანში მოათავსეთ. -18°C ტემპერატურაზე ინახება ერთ წლამდე.
-
გალღობა უმჯობესია მაცივარში, ამიტომ საყინულიდან მოხმარებამდე 2 დღით ადრე მაინც გამოიღეთ და მაცივრის კამერაში მოათავსეთ.
თამარ ქავჟარაძე