1000-მდე ტურისტი თოვლისა და ქარბუქის გამო ვერ ტოვებს ევერესტის მთის აღმოსავლეთ მხარეს ტიბეტში - იუწყება სააგენტო როიტერსი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
კვირას დილით მაშველებმა დაიწყეს გზების გაწმენდა ბანაკებისკენ, სადაც ადამიანები იმყოფებიან. იუწყებიან, რომ თოვლის გაწმენდის პროცესში ჩართულია ასობით ადგილობრივი მცხოვრები და სამაშველო ბრიგადები. რამდენიმე ტურისტი უკვე ევაკუირებულია.
ძლიერი თოვა პარასკევს საღამოს დაიწყო და მთელი შაბათის განმავლობაში გაგრძელდა. 4 ოქტომბერს საღამოს ჩაკეტეს წვდომა ევერესტის ლანდშაფტურ პარკთან, შეწყდა ბილეთების გაყიდვაც.