ძლიერი წვიმის გამო ნეპალში ათობით ადამიანი დაიღუპა

3 hours ago 2

სააგენტო როიტერსის თანახმად, სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა ნეპალში ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყრებისა და წყალდიდობის შედეგად.

აღმოსავლეთის მთიან რაიონში, ილამში, რამდენიმე სოფელი მეწყრებმა დაფარა, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდინარე რეკეს დონემ გადააჭარბა სახიფათო ნიშნულს. კატმანდუში რამდენიმე მდინარემ დატბორა გზები და ბევრი სახლი.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ჰიმალაებში წვიმა ორშაბათამდე გაგრძელდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ზომებს იღებს სტიქიური უბედურებით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება მეწყრებისა და წყალდიდობის შედეგად, რომლებიც ხდება ნეპალის მთიან რეგიონებში, მუსონების სეზონისას. შარშან სტიქიას ოქტომბრის დასაწყისში 224 ადამიანი შეეწირა.

სრულად წაკითხვა