ეს ადგილი სახელდახელოდ იმავე დღეებში შეაკეთეს - იმ ადგილზე, სადაც დედაქალაში მოსული ნალექის დროს წყალი მუდმივად ჟონავდა, თუნუქის ფირფიტა ააკრეს, რომლის ბოლოში დამაგრებული პლასტმასის ბოთლიც ძაბრის ფუნქციას ასრულებს. საბოლოოდ, წვიმის წყალი შლანგშია მოქცეული და წყალარინებში ჩადის.
2025 წლის 20 მარტს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა რადიო თავისუფლებას მიწერილი ოფიციალური, ბლანკზე დატანილი წერილით აცნობა, რომ „დაზიანებული ჭერიდან ჩამოშლილი ნალესი მყისიერად იქნა აღდგენილი“.
ამ წერილის მიღების შემდეგ რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთხელ დაათვალიერა მეტროსადგურის ჩასასვლელი: ის ადგილი, სადაც ბათქაში ჩამოიშალა, კვლავ შესალესია, ნაწილს კი თუნუქის ფირფიტა ფარავს; კვალავ წვეთავს წყალი; ზოგან კი მეტალის ბადეა აკრული. წყლის ჟონვის კვალი ეტობა კედლებსაც: ზოგან ბეტონის საფარი ჩამორეცხილია და რკინის ფენები ჩანს, დაზიანებულია კედელზე გაკრული ფილებიც.
წლებია წყალი ჩადის „ვარკეთილში“, მეტროსადგურის იმ ჩასასვლელში, რომელიც „ვაზისუბნის“ მგზავრებს ემსახურება.