"მესის პენალტების შესრულებაში დავეხმარე" - ნეიმარი არგენტინელთან შეხვედრას იხსენებს

2 months ago 29

33 წლის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა ბარსელონაში ტრანსფერიდან პირველი რამდენიმე დღე და მესისთან შეხვედრა გაიხსენა.

"მესის პენალტების შესრულებაში დავეხმარე. ვარჯიშზე ვიყავით, როცა მკითხა, თუ როგორ ვასრულებდი პენალტებს ასე.. ვუთხარი: "გიჟი ხარ? შენ მესი ხარ, თუ მე შემიძლია ამის გაკეთება, შენც შეგიძლია.." შემდეგ ვასწავლე და სულ ვარჯიშობდა", - განაცხადა ნეიმარმა.

ცნობისთვის, ნეიმარი მშობლიურ სანტოსში დაბრუნდა და 6 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სრულად წაკითხვა