"მიხარია, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს" - სენტ ეტიენის მწვრთნელი დავითაშვილის დუბლზე

7 hours ago 2

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „მონპელიესთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ ზურიკო დავითაშვილს მაღალი შეფასება მისცა.

ქართველმა ნახევარმცველმა მატჩში დუბლი შეასრულა და გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ზურიკო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სეზონის დასაწყისში ტრავმების გამო გაუჭირდა, მაგრამ ახლა ფორმას იბრუნებს. დღეს აჩვენა, რამდენად დიდ როლს თამაშობს გუნდში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენს შემადგენლობაშია,“ – აღნიშნა ჰორნელანმა.

დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. „სენტ ეტიენი“ 20 ქულით ლიგა 2-ის ცხრილში მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 18 ოქტომბერს „ლე მანსთან“ გამართავს.

სრულად წაკითხვა