მადრიდის „რეალთან“ 1:3 წაგების შემდეგ, „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ გიორგი მიქაუტაძის პროგრესზე ისაუბრა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ჟორჟი ჯერ ადაპტაციის პროცესშია, მაგრამ უკვე აჩვენებს, რამდენად ნიჭიერია. შესანიშნავი ხედვა, ძლიერი დარტყმა და გოლის გატანის უნარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მიზნების მიღწევაში დიდ წვლილს შეიტანს,“ – განაცხადა მარსელინომ.
მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით უკვე 7 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 1 საგოლე პასი. ლა ლიგაში მისი მონაგარია 2 გოლი და 1 ასისტია 5 შეხვედრაში.