Daily Mail: რაშფორდს ამ სეზონში 30-40 საგოლე გადაცემის შესრულება სურს

9 hours ago 2

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, მარკუს რაშფორდმა, რომელიც კლუბს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით შეუერთდა, მიმდინარე სეზონისთვის მაღალი მიზანი დაისახა — ინგლისელი ფეხბურთელი 30-40 საგოლე გადაცემის შესრულებას გეგმავს.

როგორც Daily Mail იუწყება, რაშფორდი დარწმუნებულია, რომ ამ მიზანს მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში საერთო ჯამში მხოლოდ 27 ასისტი ჰქონდა.

ამ დროისთვის 27 წლის თავდამსხმელმა „ბარსელონას“ რიგებში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა