თბილისის “გრანდ სლემის“ ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის “გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.
ფინალამდე სპორტსმენმა ბრაზილიელი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ მარიცა პერიშიჩს სძლია.
ეთერ ლიპარტელიანმა გასულ წელს თბილისის “გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიპოვა.