თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, დანგრეულია 15-ზე მეტი შენობა

4 hours ago 4

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომელიც 10 აგვისტოს საღამოს მოხდა თურქეთის  ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბალიქესირის პროვინციაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიქაიამ გასულ ღამით განაცხადა, რომ მაშველების მიერ ქალაქ სინდირგიში სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი 81 წლის დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მინისტრის ინფორმაციით, დაშავდა 29 ადამიანი. დანგრეულია 16 შენობა.

მიწისძვრა 10 აგვისტოს, ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათისთვის მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის არაერთ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და იზმირში.

თურქეთში, რომელიც სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე მდებარეობს, მიწისძვრა ხშირად ხდება.

2023 წლის თებერვალში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასეულობით ათასი კი უსახლ-კაროდ დარჩა.

სრულად წაკითხვა