ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11 – 17 აგვისტო

6 hours ago 2

ამ კვირაში ცაზე 3 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. ყველა ასპექტს ჰარმონიული ხასიათი აქვს, რამაც შეიძლება შეარბილოს პლანეტების გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. 12 აგვისტო, სატურნ-ურანის სექსტილი იშვიათი ასპექტია შორეულ პლანეტებს შორის, რომლის გავლენაც შეიძლება მთელ აგვისტოს თვეს მოიცავდეს. ასპექტის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ასოცირდებოდეს საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანდათანობით ევოლუციურ განვითარებასთან. ამ ასპექტს თითქმის არანაირი გავლენა არ აქვს პირად ურთიერთობებზე.

სამაგიეროდ 12 აგვისტო, ვენერა-იუპიტერის შეერთება ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია, რომელიც ხელს უწყობს ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და მატერიალურ კეთილდღეობას. ეს შეერთება ხდება კირჩხიბის ნიშანში – ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ასევე, თევზებსა და მორიელებს შეუძლიათ მიაღწიონ უდიდეს წარმატებას ამ დღეებში. შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს, რომანტიკული, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობები კი საგრძნობლად გაუმჯობესდეს. ეს ასპექტი კარგია ქორწილებისა და თაფლობის თვისთვის.

14-15 აგვისტო, მერკური-მარსის სექსტილი – ეს ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტუალური აქტივობის ზრდას, ბიზნესისა და პირადი კონტაქტების გააქტიურებას. საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. ბიზნესაქტივობის ტემპი შეიძლება დაჩქარდეს. ბევრი აქტუალური საკითხი სწრაფად და დინამიკურად წყდება.

რაც მთავარია, ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი გრძნობების და გარშემომყოფების მიმართ – გულწრფელობა და ტაქტი დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში ცხოვრების ყველა სფეროში.

ვერძი

ეს კვირა მაღალ აქტივობას გპირდებათ როგორც ბიზნესში, ისე ფიქრებში. რთულ სიტუაციებში ჭკვიანურ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იპოვით, საჭირო ადგილას საჭირო დროს აღმოჩნდებით. ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, ეს მომენტი უნდა გამოიყენოთ ყურადღების მისაქცევად. შესაძლოა შემოგთავაზონ ახალი, ძალიან პერსპექტიული პოზიცია უფრო მაღალი ხელფასით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ახლობლებს, თუ შესაძლებელია, იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე. ამ კვირაში მოგზაურობები განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ნუ შეგეშინდებათ გეგმების შეცვლისა: მიეცით საკუთარ თავს საშუალება, გადაუხვიოთ გრაფიკს  – ეს თქვენი თავისუფლებაა.

შეეცადეთ, შაბათ-კვირა მცირე ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

კურო

ენერგიული და მოვლენებით დატვირთული კვირა გელით, სავსე ახალი ნაცნობობითა და საინტერესო იდეებით.  შეძლებთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ირგვლივ მყოფებს გააოცებს და უპირატესობას მოგიტანთ, მეტ სიმპათიას დაიმსახურებთ. კვირის პირველ ნახევარში პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრები ძალიან წარმატებული იქნება. შუა კვირაში დიდი კომპანიების ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა დაგღლით. მოძებნეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მშვიდ გარემოში, უცნობების გარეშე. არ უნდა გაუზიაროთ გეგმები საყვარელ ადამიანებსაც კი – თქვენს წრეში შურიანი ადამიანებიც არიან.

შაბათ-კვირა შესანიშნავი დროა პირადი ურთიერთობების განახლებისთვის.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

ტყუპი

დროა წარსულზე არ იფიქროთ და უფრო ადვილად დააღწევთ პრობლემებს თავს. სამშაბათს კმაყოფილი დარჩებით საინტერესო ინფორმაციით, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. გარშემო მყოფები მხარს დაგიჭერენ შემოქმედებით საქმიანობაში. ეს არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ სიამოვნებასაც მოგიტანთ, რაც საკუთარი თავის ნდობას განგიმტკიცებთ.  თქვენი სანუკვარი სურვილები ახდება. იგრძნობთ, რომ გიყვართ და უყვარხართ.  ელოდეთ სიახლეებს, რომლებიც თვის ბოლოსთვის თქვენს გეგმებს შეცვლის.

შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად ბუნებაში გაატარეთ – ეს მთელი მომავალი კვირის სამყოფი ენერგიით დაგმუხტავთ.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში ნათელი და საინტერესო პერიოდი დგება, საბოლოოდ შეძლებთ ძველი პრობლემების წარმატებით გადაჭრას და რაიმე ახლის გაკეთებას. სხვათა შორის, დროა, თავი დააღწიოთ ძველ ჩვევებს, რომლებმაც გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. თქვენ გარშემო ახალი საინტერესო ადამიანები და პროექტები გამოჩნდება. პროფესიული ზრდისა და თქვენი გეგმების განხორციელების მრავალი შესაძლებლობა გექნებთ. შეგიძლიათ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას დაეყრდნოთ, სამუშაო გარემო საინტერესო და კომფორტული იქნება. ფინანსური მხარე გაძლიერდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კერძო კლიენტებთან მუშაობს.

კვირა იდეალური დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის და თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 11.

ლომი

ამ კვირაში, თანამშრომლობის სტრატეგიის დაცვით ყველასთან, ვისთანაც პროფესიული ურთიერთობა გექნებათ,  წარმატებას მიაღწევთ. მარტო არ უნდა იბრძოლოთ. შესაძლებელია მოულოდნელი და ძალიან მიმზიდველი შემოთავაზებები. შეხვდებით საჭირო ადამიანებს და ბევრ საინტერესო და სასარგებლო რამეს ისწავლით. ამავე დროს, ირგვლივ მყოფების პრობლემებთან აქტიურად გამკლავებისას არ დაგავიწყდეთ საკუთარი პრობლემების გადაჭრა. დროა დაიწყოთ თქვენი ხასიათის ზოგიერთი თვისების შეცვლა, პირველ რიგში, რაც ხელს უშლის თქვენს ცხოვრებას. პირად ცხოვრებაში თქვენს პოზიციებს გაამყარებთ და მეტ პატივისცემას მოიპოვებთ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, უარი არ უთხრათ მეგობრებს და დრო მათთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

ქალწული

კარგი კვირაა მათთვის, ვინც შეძლებს კომპრომისების პოვნას რთული საკითხების გადაჭრისას. სავარაუდოა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შეფერხება, განსაკუთრებით, თუ მესამე მხარეებზე ხართ დამოკიდებული. სწორად წარმართული მოლაპარაკებები თქვენს ავტორიტეტს და რეალურ შემოსავალს გაზრდის. პარასკევს მოერიდეთ ფინანსებზე საუბარს, თუნდაც ხუმრობით – გაუგებრობის მაღალი ალბათობაა. ამ კვირაში უნდა მოემზადოთ ძველ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან მოულოდნელი შეხვედრებისთვის.  კვირის ბოლოს თითქმის მოახერხებთ  სახლში ან აგარაკზე დაწყებული სამუშაოების დასრულებას. ეცადეთ, მოიშოროთ ის ნივთები, რომლებიც მრავალი წელია არ გამოგიყენებიათ.

შესაძლებელია შაბათ-კვირა ქალაქგარეთ, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

სასწორი

ამ კვირის პირველი ნახევარი თითქმის ზღაპარული იქნება. ეცადეთ, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. შესაძლოა ენერგიული აქტივობის სურვილი გაწუხებდეთ, ის შედეგადაც ოთხშაბათს ინტენსიურ სამუშაოს დაუბრუნდებით. სამუშაო პირობები გაუმჯობესდება და ამავდროულად გაიზრდება თქვენზე მოთხოვნები. მოსალოდნელია შეხვედრა, რომლის შემდეგაც ერთ მნიშვნლოვან სიტუაციას სხვაგვარად შეხედავთ. ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს: შესაძლებელია მცირე ხარჯები, რომლებიც არ დაგიგეგმავთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. ამ კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეები სამშაბათი და პარასკევია.

შაბათ-კვირას  ახლო მეგობრისგან კარგ ამბავს შეიტყობთ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

მორიელი

ყველაზე ცუდი დრო უკან დარჩა, სიამოვნებით დაუბრუნდებით სამსახურს, ოჯახს და ყოველდღიურ საზრუნავებს. ეს კვირა ბევრ სფეროში ძალიან დადებით მაჩვენებლებს გპირდებათ. კომპრომისული გადაწყვეტილებები სამსახურში კარგი იქნება, სახლში კი – სრულიად მიუღებელი. დაელოდეთ მყარ მოგებას და მომგებიან ბიზნესწინადადებებს. თქვენი ოპტიმიზმი და ენერგია დაფასდება არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, არამედ  პირად ურთიერთობებშიც. შესაძლებელია სპონტანური ნაცნობობა, მაგრამ შანსების გასაზრდელად ნუ იჯდებით ერთ ადგილზე – იყავით აქტიური და გახსნილი. ეს კვირა შესანიშნავ შესაძლებლობებს ჰპირდება მათ, ვინც მზადაა, პირად ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოს.

შაბათ-კვირას პაემანი დანიშნეთ ან  მცირეხნიან მოგზაურობაში წადით.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 14

მშვილდოსანი

ამ კვირაში არ იჩქაროთ, დაიცავით გარკვეული წესები და ეცადეთ შინაგანი კონფლიქტური იმპულსების დამშვიდებას. კვირის დასაწყისში შესაძლებელია ხელმძღვანელობასთან  პრობლემები, სამსახურში შეიძლება კონკურენტი გამოჩნდეს, თუმცა სწრაფად დაამტკიცებთ თქვენს შეუცვლელობას. იმისათვის, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად და გადამწყვეტად უნდა იმოქმედოთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს და უფრო დინამიკური გახდეს. შესაძლებელია წარმატება სპორტულ ინიციატივებში ან საჯარო გამოსვლებში.

შაბათ-კვირას შეიძლება ინერვიულოთ, მაგრამ ეს წუხილი, სავარაუდოდ, სასიამოვნო იქნება.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

თხის რქა

ნუ მოგერიდებათ თქვენი იდეების პოპულარიზაციისა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საჭიროა თანამოაზრე ადამიანების პოვნა. ეს კვირა კარგი პერიოდია დოკუმენტებთან სამუშაოდ და თქვენმა ცნობიერებამ, აქტიურობამ და ინიციატივამ შეიძლება გავლენიან და ძლიერ ადამიანად გაქციოთ. მთლიანად ჩაერთვებით მიმდინარე სამუშაოში, იქნება ეს პროფესიული თუ საოჯახო საქმეები. მოსალოდნელია  დროებითი სირთულეები ყოველდღიურ საქმეებში: შესაძლოა ტექნიკა გაფუჭდეს. ასევე, შესაძლოა, მენეჯერის პოზიცია შემოგთავაზონ. ეს შესანიშნავი დროა რემონტის დასაწყებად ან გარდერობის განახლებისთვის.

შაბათ-კვირას იზრუნეთ ზურგსა და სახსრებზე – ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

მერწყული

ამ კვირაში მოგიწევთ, დასახმარებლად მეგობრებისა და კოლეგებს მიმართოთ, წარმატებას მარტო ვერ მიაღწევთ. სამშაბათს პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს და ნებისმიერი წვრილმანი გახდეს კამათის მიზეზი, მაგრამ ეცადეთ, თავი შეიკავოთ და არ იჩხუბოთ. კონფლიქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს სამუშაოსა და შემოსავალზე. ამის მიუხედავად,  შეძლებთ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ წარმოშობილ პრობლემებს, თქვენი ხელმძღვანელობისა და პარტნიორის მხარდაჭერით. პირად ფრონტზე სიმშვიდეა, მომავალ კვირას კი სიურპრიზებისთვის მოემზადეთ.

შაბათ-კვირას ნუ იტყვით უარს მიწვევებზე – არაფორმალურ გარემოში შეიძლება სასარგებლო ნაცნობობის დამყარება.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

თევზები

კვირის დასაწყისში შვებულებაში გასვლით შესაძლოა სამსახურში პრობლემები თავიდან აიცილოთ. თუ მუშაობა გიწევთ, ყოველ შემთხვევაში, ნუ მიიღებთ მონაწილეობას საწარმოო კონფლიქტებში. შესაშური მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენმა შეიძლება საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი ემოციურობით ცუდად ისარგებლონ. პარასკევს ან შაბათს შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. ოჯახური საკითხებიც მოითხოვს თქვენს ყურადღებას. ერთობლივი დასვენება და ღია კომუნიკაცია გააძლიერებს თქვენს ოჯახს და დაგეხმარებათ ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა