ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11 -17 მაისი

19 hours ago 6

მაისის შუა რიცხვებში ბევრს გაუჩნდება უფრო ძლიერი სურვილი, გაუმკლავდეს წარსულიდან წამოჭრილ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის პროგრესს. ყველაფერი სწრაფად არ მოგვარდება, მაგრამ ბევრი რამ უფრო ნათელი გახდება. ეს კვირა აღინიშნება ახლებური შეფასებებით, სიფრთხილით და უფრო მკაფიო რიტმზე თანდათანობითი დაბრუნებით.

ამ კვირაში ბევრს გაუჭირდება გაურკვეველი საკითხების იგნორირება – ურთიერთობებში, სამსახურში, ფულსა და საკუთარ შინაგან მდგომარეობაში. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მაისის ეს პერიოდი არის დრო, როდესაც უმჯობესია არ იჩქაროთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ყურადღებით დაფიქრდეთ იმაზე, რაც დიდი ხანია სამართლიან გადაწყვეტას მოითხოვს.

ამ კვირაში ცაზე ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება.

11 მაისი, მზე-იუპიტერის სექსტილი – ამ ასპექტს შეუძლია ახალი პერსპექტივები გაგიხსნათ. გეგმები წარმატებით ხორციელდება. ეს კარგი დროა სწავლისა და მოგზაურობისთვის. გავლენიანმა ადამიანებმა შეიძლება მფარველობა შემოგთავაზონ. ამ ასპექტს შეუძლია დადებითად იმოქმედოს ადამიანის თვითშეფასებაზე. თავდაჯერებულობა იზრდება, რაც საშუალებას გაძლევთ, დაისახოთ ამბიციური მიზნები. ეს დადებითად მოქმედებს ბიზნესსაქმიანობაზე. ბიზნესმენებმა შეიძლება ახალი პერსპექტიული პროექტების დაწყება გადაწყვიტონ. კარგია ამ დღისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაგეგმვა – ყველა მათგანს შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა და განვითარება.

13 მაისი, მერკური-იუპიტერის სექსტილი – პირველ ყოვლისა, გავლენას ახდენს ამ ასპექტის გავლენის ქვეშ მყოფთა აზროვნებაზე. განზოგადების უნარი ორგანიზაციული უნარების გაუმჯობესებას გამოიწვევს. ეს ასევე კარგი დროა დიდი რაოდენობით ინფორმაციის შესწავლისა და ათვისებისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ წარმატებით ისწავლოთ უცხო ენა. ეს შესანიშნავი ასპექტია დაბალანსებული ინტელექტუალური აქტივობისთვის. გავლენის გაფართოება ჰარმონიულად მიმდინარეობს, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. შესაძლებელია მრავალი სასარგებლო კონტაქტი.

14 მაისი, მზე-მერკურის შეერთება – ეს ასპექტი წელიწადში რამდენჯერმე მეორდება და სიმბოლურად გამოხატავს ადამიანის ნებისა და გონების ერთიანობას. ეს, როგორც წესი, იწვევს ინტელექტუალური აქტივობის ზრდას. ამ ასპექტის გავლენით, ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები ხდებიან. მათი სურვილი, გამოხატონ საკუთარი თავი კონტაქტებითა და სიტყვებით, ძლიერდება. ეს ორატორებისა და მეწარმეების ასპექტია. ეს ასპექტი ხელსაყრელია ვაჭრობასთან, ტრანსპორტთან და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბიზნესის დასაწყებად. ბევრი იწყებს უფრო ფრთხილად დაგეგმვას, სანამ მოქმედებას დაიწყებს.

17-18 მაისი, მერკური-ურანის შეერთება – ეს ასპექტი მიუთითებს ინტელექტუალური აქტივობის მკვეთრ ზრდაზე და მრავალფეროვან კონტაქტებზე. შესაძლებელია სამეცნიერო აღმოჩენები, ინტუიციური ხედვები და მოულოდნელი გარღვევის იდეები.

ამავდროულად, ეს ასპექტი დაკავშირებულია ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან, შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული აღგზნებადობის მომატება. ნებისმიერმა უმნიშვნელო გაღიზიანებამ შეიძლება ადამიანი წონასწორობიდან გამოიყვანოს. მათ, ვისაც ადვილად აღგზნებადი ნერვული სისტემა აქვს, ურჩევენ, მკვეთრი რეაქციებისგან თავი შეიკავონ.

ვერძი

ამ კვირის მოვლენები შეიძლება მარტივად და გასაგებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ მიმართავთ ძველ, ნაცად გზებს, მოძებნეთ ახალი მიდგომები. სამშაბათი კარგი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისთვის. კონცენტრირდით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და ბევრ რამეს მიაღწევთ. ხუთშაბათს შესაძლოა კომუნიკაციაში გარკვეული სირთულეები გქონდეთ და გაგიჭირდეთ თანამოსაუბრისგან სასურველის მიღება. ნებისმიერი კომპლექსის დაძლევა შესაძლებელია, თუ რთულ დროს დახმარებისთვის მეგობრებს მიმართავთ.

კვირის ბოლოს იღბლიანი პერიოდი გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 12, 17.
არასასიკეთო დღე: 14.

კურო

ამ კვირის დასაწყისი იმ მრავალი დაპირების შესრულებას უნდა დაუთმოთ, რომლებიც ადრე დადეთ.

ოთხშაბათს მზად იყავით, რომ გადაწყვეტილების შესაცვლელად კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. ხუთშაბათს შეეცადეთ, არ გააღიზიანოთ ხელმძღვანელობა დისციპლინური დარღვევებით ან დაგვიანებით, რადგან შესაძლოა ეს კარგად არ დასრულდეს.

შაბათ-კვირის ბუნებაში გატარება ენერგიას მოგიმატებთ და ოპტიმისტურ განწყობას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 12.

ტყუპი

თუ ამ კვირაში საჭირო დიპლომატიას თქვენს ჩვეულ მიზანდასახულ გადაწყვეტილებას შეუხამებთ, ვერანაირი გამოწვევა ვერ შეგაშინებთ. სანუკვარ მიზანს მიაღწევთ და ამაში თქვენი პარტნიორი დაგეხმარებათ. შესაძლოა რადიკალური ცვლილებების განხორციელებაც კი დაგჭირდეთ და ეს ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება მიმართული. ემოცური დაძაბულობა მალე ჩაცხრება.

შაბათ-კვირას შეეცადეთ მარტო არ დარჩეთ და დრო მხიარულ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

♋ კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენი შესაძლებლობები და ჰორიზონტები გაფართოვდება, თუმცა პასუხისმგებლობის აღების თავიდან აცილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, თუ რაიმე სახის ლიდერის პოზიციას იკავებთ. თუ პირადად გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ გაქვთ, თქვენი იდეები უფროსებს გაუზიარეთ და ისინი აუცილებლად მოგისმენენ. უბრალოდ, შეეცადეთ, არ გადაიტვირთოთ ზედმეტი სამუშაოთი და მოგზაურობასა და დასვენებას ნუ დაივიწყებთ.

კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირა ოჯახთან, ბავშვებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

♌ ლომი

ამ კვირაში თქვენი საუკეთესო გამოსავალი სერიოზულ საქმეში ჩაბმა იქნება. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ მუშაობას, მით უფრო ნაკლები დრო გექნებათ ნეგატიური ფიქრებისა და პესიმიზმისთვის. ოთხშაბათს არ არის რეკომენდებული ახალი პროექტების დაწყება, რადგან მათ შეიძლება იმედგაცრუება და ძვირფასი ენერგიის დაკარგვა მოჰყვეს. მაგრამ პარასკევი კარგი დღეა რაიმე ახლის დასაწყებად. თქვენი ოპტიმიზმით ირგვლივ მყოფების ყურადღებას მიიპყრობთ.

შაბათ-კვირა კარგია მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

♍ ქალწული

ამ კვირის დასაწყისში შეაფასეთ და გააანალიზეთ თქვენი შედეგები, ეს დაგეხმარებათ ნებისმიერი ნაკლოვანებისა და შეცდომის გამოსწორებაში. ეს კვირა ხელსაყრელია პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და განახლებისთვის, ასევე, ხელს უწყობს მნიშვნელოვანი კავშირებისა და კონტაქტების გაფართოებას. ახლის შესწავლის იდეა ძალიან საფუძვლიანი და დროულია. იყავით თავდაჯერებული. ახალ ინფორმაციასთან მუშაობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და დიდი ყურადღება, არსებობს ინფორმაციის დამახინჯების რისკი.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, თქვენი გეგმები აუცილებლად შეუთანხმოთ საყვარელ ადამიანებს.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

♎ სასწორი

ამ კვირაში მოემზადეთ სერიოზული და გადამწყვეტი მოქმედებისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გაუმართლებელმა რისკმა შეიძლება ყველა თქვენი წამოწყება ჩაშალოს. კვირის დასაწყისში გაგიჭირდებათ თქვენი ინტერესების დაცვა, კვირის მეორე ნახევარში კი საქმეები უკეთესად წავა – გარშემო მყოფები ყველაფერში დაგეხმარებიან. კვირის ბოლოსთვის თითქმის ყველა პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ, ადვილად მოგვარდება.

შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად დროის გატარება სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

♏ მორიელი

ამ კვირაში თქვენი ყურადღება ყოველდღიურ საქმეებსა და ახალ საინტერესო პროექტებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება. ახლა ხელსაყრელი დროა არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად, რაც საშუალებას მოგცემთ წინ წახვიდეთ სასურველი მიზნისკენ. სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა.

შაბათ-კვირას ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობამ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს, ასევე, შესაძლებელია მოგზაურობისა და კონტაქტების ჩაშლა.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

მშვილდოსანი

ამ კვირაში უფრთხილდით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს. კარგი იქნება, თუ დააკვირდებით თქვენს გარემოს, რათა მაქსიმალურად ბევრი რამ გაიგოთ იმ ადამიანების შესახებ, ვისთანაც ურთიერთობა გექნებათ. ბიზნესში, სავარაუდოდ, სირთულეები გელით, მაგრამ სანდო მეგობარი დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში.

სასურველია, შაბათ-კვირას ოჯახისთვის მოიცალოთ და შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

თხის რქა

ეს კვირა უფრო მეტ კარგს გპირდებათ, ვიდრე ცუდს, მაგრამ კარგის ამოცნობა უნდა შეგეძლოთ. პროფესიულ საკითხებში ინიციატივა გამოიჩინეთ. ხუთშაბათს გირჩევთ, ფხიზლად იყოთ, არ მოტყუვდეთ. პარასკევს შესაძლოა ახალი სამსახურის შემოთავაზება მიიღოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, რადგან საქმეების გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვა გაგიჭირდებათ.

შაბათ-კვირას შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგექმნათ საოჯახო საქმეებში და ბავშვებთან კომუნიკაციაში. მოთმინება და სიმშვიდე გამოიჩინეთ და ყველაფერი გამოსწორდება.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

მერწყული

საკმაოდ ხელსაყრელი ემოციური პერიოდი ახლოვდება. ამ კვირაში ვერაფერი დაარღვევს თქვენს წონასწორობას. ეცადეთ, არ გაითვალისწინოთ ირგვლივ მყოფების რჩევები. უმჯობესია, დროის უმეტესი ნაწილი გადაუდებელი საქმეების მოგვარებას დაუთმოთ. წინსვლისთვის დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა: მონდომება, ინფორმაციული ცნობიერება და პროფესიონალიზმი.

შაბათ-კვირას ეცადეთ, თავი აარიდოთ კამათს და არამოტივირებულ ქმედებებს.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

თევზები

შეწყვიტეთ ღრუბლებში ფრენა, შეუძლებელზე ოცნება, დაეშვით მიწაზე და გააცნობიერეთ, რომ თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია. ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, თუ საინტერესო იდეით ხელმძღვანელობის გულის მოგებას შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი დაპირებები. ეცადეთ, არავის გაუზიაროთ თქვენი საიდუმლოებები, ზოგიერთმა შეიძლება ვერ გაიგოს, ზოგს კი შეშურდება. მეტი დრო დაუთმეთ პირად ცხოვრებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 11.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა