ვლადივოსტოკიდან დასავლეთ საზღვრებამდე. ეს ძალიან მაგარია. უბრალოდ, გილოცავთ. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით წვლილს შეიტანს თქვენს განვითარებაში და შესაძლებლობას მოგცემთ ნახოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორ მიიწევს წინ", - უთხრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსწავლეთა კონკურსის ფინალისტებს, 3 აგვისტოს, კონკურს "დიდი შესვენების" დახურვის ცერემონიაზე. კონკურსში მონაწილეობენ მე-5-დან მე-7 კლასების ჩათვლით მოსწავლეები რუსეთის რეგიონებიდან და უფროსკლასელები სხვა ქვეყნებიდან.
"მთავარი პრიზი - "საოცნებო მოგზაურობა" მატარებლით, მთელი რუსეთის გავლის შესაძლებლობა" - წერია კრემლის ოფიციალურ საიტზე, რომლის თანახმად, კონკურსი "დიდი შესვენება" იმართება ნაციონალური პროექტის - "ახალგაზრდობა და ბავშვები" ფარგლებში და წარმოადგენს "ფლაგმან პროექტს", რომელიც კრასნოიარსკში, ციმბირის ფედერალურ უნივერსიტეტში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის ფინალურ ღონისძიებებშიც 800-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
"თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმას, რომ იმ წლებში, რომლის განმავლობაშიც ვატარებთ კონკურს "დიდი შესვენებას", მონაწილეობა მიიღო - უბრალოდ, წარმოიდგინეთ - შვიდ მილიონზე მეტმა ადამიანმა!" - მიმართა პუტინმა მოსწავლეებს.
2026 წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ბანკმა გააუარესა 2026 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და დაუშვა შესაძლებლობა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი საერთოდ არ გაიზარდოს. განახლებული პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკა გაიზრდება 0–1 პროცენტით - მოსალოდნელი 0,5–1,5 პროცენტის ნაცვლად. ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა ინფლაციის პროგნოზი - ახლა ის 6–7 პროცენტია, უწინ იყო 4,5–5,5 პროცენტი.
რუსეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ გამოწვევად იქცა სამუშაო ძალის დეფიციტი.
ტრანსნაციონალური აუდიტის კომპანია FinExpertiza-ს მონაცემებით, 2021 წლის შემდეგ 40%-ით შემცირდა რუსეთის სამუშაო ძალის რეზერვი - ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ სამუშაო ბაზარზე შესვლა.
დეფიციტის შესავსებად რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა წინადადებას განიხილავს. მოსკოვის ბავშვთა უფლებების კომისარმა ოლგა იაროსლავსკაია გამოვიდა ინიციატივით - 12 წლის მოზარდების ოფიციალურად დასაქმების დაშვების შესახებ. რუსეთის ვიცეპრემიერმა დენის მანტუროვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მიიღოს მიგრანტი მუშახელის "შეუზღუდავი რაოდენობა".
სამუშაო ძალის დეფიციტის ზრდაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ზეგავლენას ახდენს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ომი.

1 hour ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·