ბილ კონდონის ახალი მიუზიკლის, Kiss of the Spider Woman თრეილერი უკვე გამოვიდა. ჯენიფერ ლოპესი ეკრანზე ლეგენდარული მსახიობის როლით ამობრწყინდა.
https://www.youtube.com/watch?v=eBFF7i8QGD0
ფილმი ეფუძნება ტერენს მაკნალის, ჯონ კანდერისა და ფრედ ების საკულტო მიუზიკლს. ლოპესი განასახიერებს ინგრიდ ლუნას – ეკრანულ დივას, რომლის ყველაზე ცნობადი როლი „ობობის ქალის“ სახეს ატარებს: ქალი, რომელიც მამაკაცებს სასიკვდილო კოცნით იმორჩილებს.
მოქმედება 1981 წელს, არგენტინის სამხედრო დიქტატურის ხანაში ვითარდება. ციხეში მყოფი ლუისი (ტონატიუ), რეალობისგან გარბის თავის წარმოსახვით სამყაროში. როდესაც მას კამერაში მარქსისტი პატიმარი ვალენტინი (დიეგო ლუნა) უერთდება. მას და მის მეწყვილეს შორის მუსიკისა და კინოს სიყვარულზე დაფუძნებული კავშირი იბადება.
შეგახსენებთ, რომ kiss of the spider women პრემიერა 2025 წლის იანვარში, სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი კინოთეატრებში 2025 წლის 10 ოქტომბერს გამოვა.