#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

11 hours ago 7

Pantone Color Institute -მა 2026 წლის წლის მთავარი ფერი დაასახელა. ინსტიტუტმა არჩევანი თეთრი ფერის ელფერზე – 11-4201 – სახელად Cloud Dancer (ღრუბლებთან მოცეკვავე) შეაჩერა და ამის შესახებ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა. ინსტიტუტის წარმომადგენლის თქმით, ეს ფერი „ხმაურიან სამყაროში სიმშვიდის ჩურჩულს“ განასახიერებს.

Фото Pantone

ჩვენს წერილში გავიხსენებთ, რომელი ცნობილი ადამიანები ატარებდნენ 2026 წლის მთავარი ფერის სამოსს 2025 წელს, ასევე, წლის მთავარ მოვლენებს.

Марк Цукерберг, Лорен Санчес и Джефф Безос на инаугурации Дональда Трампа, 20 января 2025 года.

მარკ ცუკერბერგი, ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, 20 იანვარი, 2025.

ცნობისთვის, Pantone აშშ-ში დაფუძნებული კომპანიაა. მან Pantone Matching System, ანუ PMS შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე ათასი არსებული ფერისა და მათი ელფერების სტანდარტიზაციის სისტემას წარმოადგენს.

2000 წლიდან მოყოლებული, Pantone ერთ რომელიმე ფერს „წლის ფერად“ აცხადებს. ფერს საიდუმლო შეხვედრებზე არჩევენ, რომლებიც ევროპის რომელიმე დედაქალაქში წელიწადში ორჯერ იმართება. ორდღიანი პრეზენტაციებისა და დისკუსიების შემდეგ, მომდევნო წლისთვის ერთი ფერი შეირჩევა. შეხვედრების შედეგები Pantone View -ის ჟურნალში ქვეყნდება, რომელსაც შემდეგ მოდის დიზაინერები, ფლორისტები და მომხმარებელზე ორიენტირებული სხვა კომპანიები, პროდუქტების შექმნის დროს ითვალისწინებენ.

მაიკი მედისონი 2025 წლის BAFTA-ს დაჯილდოებაზე, 16 თებერვალი, 2025.

რაც შეეხება 2026 წლის ფერს – „Cloud Dancer“ გონებას ამშვიდებს და საშუალებას აძლევს განვითარდეს, შემოქმედებითობას კი თავისუფლად ისუნთქოს, რაც ინოვაციისთვის ადგილს ათავისუფლებს“, – ვკითხულობთ ინსტიტუტის განცხადებაში.

კიმ კარდაშიანი Vanity Fair-ის ოსკარის წვეულებაზე, 2 მარტი, 2025.

კიმ კარდაშიანი Vanity Fair-ის ოსკარის წვეულებაზე, 2 მარტი, 2025.

„ცვლილებების ეპოქაში, PANTONE 11-4201 Cloud Dancer არის ნეიტრალური თეთრი ფერი, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი გავლენა ტურბულენტურ საზოგადოებაზე. ჩვენს გარშემო არსებული კაკოფონია ხელს გვიშლის ჩვენი შინაგანი „მე“-ს ხმა გავიგოთ. Cloud Dancer-ი კი  გარეგანი ყურადღების გამფანტველი ფაქტორების მოცილებაში გვეხმარება“, – აღნიშნა Pantone-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის აიზემანმა.

ზენდაია Met Gala-ზე, 5 მაისი, 2025.

წლის ფერი გლობალურ კულტურულ მოვლენებს და ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ განწყობებს ასახავს.

ნაომი კემპბელი კანის კინოფესტივალზე, 22 მაისი, 2025.

მაგალითად, 2018 წელს ეს იყო ულტრაიისფერი, რომელიც ასახავს ჩვენს მოთხოვნილებას შემოქმედებითობისა და შთაგონების მიმართ. Pantone Color Institute-ის ხელმძღვანელის, ლეატრის აიზემანის თქმით, ეს არის ინტუიციისა და კოსმოსის ფერია. 2019 წელს, ულტრაიისფერი „ცოცხალმა მარჯნისფერმა“ შეცვალა, რაც იმის შეხსენებაა, რომ ადამიანებს ბუნებასთან კავშირის აღდგენა  სჭირდებათ.

ქეით მიდლტონი უიმბლდონზე, 11 ივლისი, 2025

რა საჭიროა Pantone-ის  კვლევა?

კვლევა ეხმარება დიზაინერებს, ფლორისტებს და ყველას, ვინც ვიზუალურ სახეებზე მუშაობს. ის პასუხობენ მნიშვნელოვან კითხვას – რომელი ფერია ყველაზე საინტერესო და პოპულარული საზოგადოებაში? ინსტიტუტი ინტერიერისთვის მზა ფერთა სქემებს გვთავაზობს, რომელთა გამოყენება  ყველას შეუძლია. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ Pantone-ის იდეები მხოლოდ რჩევებია და არა მითითებები.

როზი ჰანტინგტონ-უაითლი ვენეციის კინოფესტივალზე, 31 აგვისტო, 2025

სელენა გომესის და ბენი ბლანკოს ქორწილი 2025 წლის 26 სექტემბერი

ჯენიფერ ლოურენსი, 2025 წლის გუბერნატორის დაჯილდოება, 2025 წლის 16 ნოემბერი

სრულად წაკითხვა