„მის სამყაროს“ საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებმა კონკურსის გამარჯვებულის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს – ინფორმაციას „The Thaiger“ ავრცელებს.

მექსიკის წარმომადგენელ ფატიმა ბოშს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს, ცილისწამებაში ადანაშაულებენ. ბრალდებები ერთ-ერთ ღონისძიებაზე მომხდარი სკანდალის შესახებ მის მონაყოლს უკავშირდება.

ამ მონაყოლის თანახმად, 4 ნოემბერს, „მის სამყაროს“ ტაილანდური ფილიალის ვიცე-პრეზიდენტმა, ნავატ იცარაგრისილმა, ფატიმა ბოშს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან ლამაზმანი სავალდებულო ღონისძიებების გაცდენასა და სპონსორული ფოტოების იგნორირებაში დაადანაშაულა. ბოშმა თავის გამართლება სცადა, მაგრამ ნავატ იცარაგრისილმა უხეშად შეაჩერა და სულელი უწოდა. საბოლოოდ, ატირებულმა გოგონამ ოთახი დატოვა. კონკურსის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ნავატ იცარაგრისილს სიტყვა „სულელი“ არ გამოუყენებია, თუმცა ბოში თავის ინტერვიუებში სწორედ ამ სიტყვას ახსენებს. 12 ნოემბერს, ნავატ იცარაგრისილმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, სადაც ამტკიცებს, რომ ქალმა ცილი დასწამა. ორგანიზაციის იურისტებმა სარჩელი უკვე მოამზადეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს ფატიმა ბოშმა „მის სამყარო“-ს საერთაშორისო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ტაილანდის წარმომადგენელი გავიდა. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები ვენესუელას, ფილიპინების და კოტ-დ’ივუარის წარმომადგენლებს ერგო.
ასევე დაგაინტერესებთ
https://okmagazine.ge/wp-admin/post-new.php

11 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·