წაკითხვა: 92
“წელიწადში 365 დღეა და მაინცდამაინც დიდგორობა დღეს მოუნდა ყაველაშვილს თურქეთში ჩასვლა და ათა თურქის მავზოლეუმის გვირგვინით შემკობა???
25 მარტს მარტყოფის ბრძოლის დღეა, ირანში ჩასვლა და შაჰ–აბასის საფლავის შემკობა არ დაგავიწყდეთ“- წერს ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში.
12 აგვისტოს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს