"ძალიან მტკინვეულია ოთარის ტრავმა" - რას ამბობს შტურმის მწვრთნელი კიტეიშვილზე

1 month ago 12

გუშინ ღამით Geo Team-მა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ოთარ კიტეიშვილი შტურმის შეხვედრიდან ნაადრევად მიღებული ტრავმის გამო შეცვალეს.

კიტეიშვილის ტრავმაზე მატჩის შემდეგ ავსტრიული კლუბის მწვრთნელმა გააკეთა კომენტარი:

კიტეიშვილის ტრავმა ძალიან მტკივნეულია, თუმცა საბოლოო დიაგნოზს დაველოდოთ. ფაქტია, რომ ტრავმიანობის კრიტიკული ზღვარი უკვე გადავლახეთ და სასწრაფოდ გვჭირდება ტრანსფერი. წინ ბევრი თამაშია.


ფეხბურთელებმა გრაცერთან და ბოლო მატჩებში შესანიშნავად ითამაშეს და უზარმაზარი ენერგია დახარჯეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ გვინდა, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში ისევ იმავე დონეზე ვასპარეზოთ, როგორც ბოლო წლებში, გუნდი აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ.

- თქვა შტურმის მწვრთნელმა.

სრულად წაკითხვა