ბაიერნი ნიკო შლოტერბეკის შეძენას ეცდება - არის ერთი პრობლემა

6 hours ago 3

Fichajes-მა დაწერა, რომ მიუნხენის ბაიერნი ნიკო შლოტერბეკის დამატებას ეცდება დორტმუნდიდან, თუმცა კლუბს კონკურენციის გაწევა ბარსელონასთვის მოუწევს.

25 წლის გერმანელი ცენტრალური მცველი მზადაა, რომ დორტმუნდი დატოვოს და უფრო ამბიციურ პროექტს შეუერთდეს. თავის მხრივ, ბორუსიაში კარგად ესმით, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება იოლი არ იქნება.

ბაიერნი და ბარსელონა ნიკოში ტაქტიკურ განსწავლულობას, ფიზიკურ სიძლიერეს და ბურთთან ხარისხს აფასებენ, რაც მას ასე მიმზიდველს ხდის.

შლოტერბეკს დორტმუნდთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, მისი ამჟამინდელი ფასი კი 40 მილიონი ევროა. სავარაუდოდ, მისი სამომავლო ტრანსფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად დასჭირდება კლუბს დაცვის ცენტრის გადახალისება.

სრულად წაკითხვა