მერაბ დვალიშვილმა UFC-ში სატიტულო ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა და ქართველმა ჩემპიონმა ამჯერად კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვებას ილია თოფურია ასე გამოეხმაურა:
"შენი გამარჯვებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად გვეჩვენება, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთულია აქამდე მოსვლა.
სიამაყით ვამბობ, რომ შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ! მუშაობისა და თავდადების ნამდვილი მაგალითი, მებრძოლზე მეტი – შენ საოცარი ადამიანი ხარ, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა", - დაწერა თოფურიამ.