WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

საზმაუს ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

,,ახლა ტრაქტატზე:

ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილხართ, იქ საქართველო ნახეთ?!

აჭარაც, გურიაც, სამცხე-ჯავახეთიც და მთლიანად დასავლეთ საქართველოც თურქეთის გავლენის ქვეშ იყო, სანამ რუსეთი ამ ტერიტორიებიდან გააძევებდა რამდენიმე ომით.

ჰოდა, კითხვას ვიმეორებ:

ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილხართ, იქ საქართველო ნახეთ?! მოქმედი ეკლესია-მონასტრები მოილოცეთ?!

იცით, რატომ ვერ მოილოცეთ?!

იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომის შედეგებით წახალისებულმა და ინგლისელების მიერ წაქეზებულმა თურქებმა, – “ჩვენიაო”, და მანამდე რუსების წართმეულ ქართულ მიწებს კვლავ დაეპატრონენ.

აი, ამიტომ!

ტრაქტატი, თორემ მამა გიცხონდათ, ის ტრაქტატი რომ არა, ვერ ილაპარაკებდით ლიხს აქეთ სპარსულად და ლიხს იქით – თურქულად ამასიის ზავის პირობების მიხედვით.

კი, რუსიფიკაციის საფრთხეც არსებობდა, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის 60-წლიანი პროცესის დასრულებისთანავე გაჩნდა, მაგრამ მაშინ ხალხი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამაც” სულზე მოუსწრო. 1921 წლიდან კი, როცა “შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავი-დარაბა”, ქოხ-სამკითხველოებიც გაიხსნა, ჯერ დაწყებითი, მერე საშუალო სკოლებიც და უმაღლესი სასწავლებლებიც. მეცნიერებათა აკადემიაც!

დიახ, ქართულად!

ისედაც გაიხსნებოდაო, – იტყვის ვინმე ტუტუცი.

კი, გაიხსნებოდა, აბა, არ გაიხსნებოდა?!

განა, არ გაიხსნა ინგლისის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბელგიის კოლონიებში?!

განათლება!
მეცნიერება!
კულტურა!
ხელოვნება!
მწერლობა!
მშენებლობა!
მსუბუქი, მძიმე და კვების მრეწველობა!
სოფლის მეურნეობის დარგები!

და ყველა ეს მიმართულება თავისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებით!

ეს ყველაფერი იყო კოლონიაში სახელად “საქართველოს სსრ”

ცოტა გამოფხიზლდით!“