11
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,რეალურად, ნიკა გვარამიას სწორედ მიშა სააკაშვილმა რომ იტყვიან ჩააცვა-დაახურა და “კაცად” აქცია (ვგულისხმობ მისთვის მაღალი თანამდებობების ჩამორიგებას). ვინ იყო მაშინ გვარამია? აფხაზეთიდან დევნილი ერთი რიგითი იურისტი. მიშას რომ მაშინ არ “შეემჩნია,” დარჩებოდა დიდი ალბათობით ასეთ რიგით იურისტად. თუმცა, მთავარი აქ სხვა რამეა.
გვარამია, თავად ტოქსიკური პერსონა იტანდა მიშას მსგავს ტოქსიკურ პერსონასთან ყოფნას, რაც მისთვის მომგებიანი იყო ყველა კუთხით. მუშაობდა ასევე ცნობილი პრინციპი “similis similis gaudet” („მსგავსი მსგავსით ხარობს“)
დღეს გვარამიას, და არა მხოლოდ მას, აღარ უნდათ იყვნენ სააკაშვილის მსგავსნი, რადგანაც, ჯერ ერთი მიშას ხელიდან ის სიკეთეები რაც ადრე მათ დააყარა, აღარ გადმოდის. მეორეც, რომ იტყვიან “დრონი მეფობენო” – წავიდა ან მიდის მიშას და “ნაცების” დრო და კოლექტიურ გვარამიებსაც უნდათ ახალ დროებას მოერგონ. თუმცა, ტყუილი იმედი აქვთ ამის. საკუთარ ბიოგრაფიებს ვერ წაშლიან, ნაცობიდან გადმოყოლილ მავნე ჩვევებს ვერ გააქრობენ და რაც მთავარია, უცხოური გავლენის აგენტობაზე უარს ვერ იტყვიან“
საერთაშიროსო alia.ge