WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ყურადღება – ყალბი რეკლამა – ზოგიერთი ცნობის მიუხედავად “ნაციონალურ მოძრაობას” ფასდაკლება არ გამოუცხადებია და არანაირ 4 მილიონად არ იყიდება. უფრო მეტიც, საერთოდ არ იყიდება, კი გაუკვირდება ზოგს, ვისაც პოლიტიკა და ქვეყანა, ყიდვა გაყიდვა ჰგონია. ასევე გატყობინებთ, რომ არ გავყიდულვართ ოლიგარქის მილიარდებზე და რაღაც ქარა-ქუცა წინადადებებს მითუმეტეს საერთოდ არ განვიხილავთ.

ხუმრობა იქით იყოს და მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ენმ-დან თავის დროზე წასულთა უმეტესობას, რომელთა მოტივაცია არ ყოფილა ფინანსური და სხვა მოსაზრებები ჰქონდათ, შეიძლება ზოგისთვის მიუღებელი, მაგრამ გულწრფელი. ისინი ასე ხედავდნენ ბრძოლის გაგრძელებას, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ჩემს თანამებრძოლებს და მხარდამჭერებს უნდა ვუთხრათ – დროა უკან აღარ მივიხედოთ იმ კონკრეტული ფიგურებისგან რომლებსაც გზა აებნათ, გაიყიდნენ და სიბინძურეებით უნდათ ჩვენი ყურადღების მიქცევა.

ქვეყანაში ხდება ტრაგედია, რუსების ჩამოსახლების და რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების მომზადებით. გადავერთოთ მთავარ თემებზე. ნუ დავხარჯავთ ძვირფას დროს წვრილმან გამაღიზიანებლებზე, რომლებიც შეიძლება ყურადღების გადასატანადაა შემოგდებული.“

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ ნაცმოძრაობას 40 კი არა, 4 მილიონადაც დაშლიდა