16
ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი:
,,ერთი ექსპერიმენტი რომ ჩაგვეტარებინა, ძალიან საინტერესო სანახაობა გამოვიდოდა.
მე რომ ბიძინა ივანიშვილი ვიყო, ერთ დღეს გამოვაცხადებდი:
მიხეილ სააკაშვილი — პრემიერ-მინისტრი,
ვანო მერაბიშვილი — შინაგან საქმეთა მინისტრი,
ზურაბ ადეიშვილი — გენერალური პროკურორი.
და მერე მშვიდად დავჯდებოდი და ვუყურებდი — რამდენი „რაინდი“ დარჩებოდა ქართულ ოცნებაში და რამდენი დაუპირისპირდებოდა გრიგორიჩს.
თქვენი აზრით, რამდენი პროცენტი დატოვებდა „ქართულ ოცნებას“ და იტყოდა:
„ბოდიში, მაგრამ აქამდე შენს გვერდით ვიდექი და ახლა აღარ შემიძლია“?
აი, ეს იქნებოდა ყველაზე საინტერესო პოლიტიკური ექსპერიმენტი.
მთავრობასა და პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ვცემ პატივს და ზოგიერთს ჩემს თანამებრძოლადაც მივიჩნევ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც მთელი პოლიტიკური კარიერა ერთ რამეს გვასწავლეს:
შევარდნაძის დროს შევარდნაძეს აღმერთებდნენ — მერე აგინებდნენ.
სააკაშვილის დროს სააკაშვილის გვერდით იდგნენ — მერე აგინებდნენ.
ღარიბაშვილის დროს მის მზეს ფიცულობდნენ — დღეს აგინებენ.
და ასე გრძელდება…
მე არავის ვთხოვ, ჩემნაირად იფიქროს. არც ის არის პრობლემა, რომ ადამიანმა პოლიტიკური შეხედულება შეიცვალოს — ეს დემოკრატიის ნაწილია.
პრობლემა მაშინ იწყება, როცა შეხედულება კი არ იცვლება, არამედ მხოლოდ პატრონი იცვლება.
სწორედ ამიტომ მაინტერესებს, საქართველოში რამდენი ადამიანია, რომელსაც თანამდებობაზე, პარტიაზე და ლიდერზე მაღლა საკუთარი სინდისი, პრინციპი და ქვეყნის ინტერესები უდგას.
ზოგჯერ ერთი ასეთი გადაწყვეტილება უფრო მეტს გვაჩვენებს ადამიანზე, ვიდრე ათასი ლამაზი სიტყვა.
ჰოდა, გრიგორიჩ, პატარა ექსპერიმენტი ჩაატარე და ვნახოთ, რამდენი რაინდი გვყავს ქვეყანაში.
მერე გავიგებთ, ვინ არის პრინციპული ადამიანი და ვინ — უბრალოდ გამარჯვებული მხარის ერთგული”
საერთაშიროსო alia.ge