ცნობილია, რა შედეგით დასრულდა უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებები!

2 months ago 32

საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანხმობას აცხადებს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, ხოლო ამერიკა განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას.

„უკრაინამ მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს აშშ-ის წინადადება ცეცხლის დაუყოვნებლივ, 30 დღის ვადით შეწყვეტის შესახებ, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

აშშ კი განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას“, – აღნიშნულიაუკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მხარეების შეთანხმებით, ამას უნდა მოჰყვეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების პროცესი.

ახლა, ჯერი რუსეთზეა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტაზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

სრულად წაკითხვა