ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ წევრი ბექა ვაჭარაძე იყრიდა კენჭს.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, ბექა ვაჭარაძეს ხმა მისცა არჩევნებზე მისულმა ყველა - 14 431 ამომრჩეველმა და, ჯამში, ხმების 100% მიიღო.
რუსთავის მოქმედმა მერმა ნინო ლაცაბიძემ ხმების 91,9% (30 962 ხმა) მიიღო.
ქუთაისის მერის სავარძელს დაიკავებს დავით ერემეიშვილი, რომელმაც ხმების 85,6% (37 635 ხმა) მიიღო.
ბათუმში მერის არჩევნებში 80,6%-ით (42 815 ხმა) გაიმარჯვა გიორგი ცინცაძემ.
თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა და თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძე ხმების 71,5%-ით პირველი ადგილი დაიკავა. მან ჯამში 214 872 ხმა მიიღო.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.