ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი დუტენტე დააკავეს

2 months ago 23

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავეს. ამის შესახებ Manila Bulletin-ი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება.

დუტერტე 11 მარტის დილით დააკავეს მანილას აეროპორტში, სადაც ის რომელიც ჰონგ კონგიდან ჩაფრინდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, განაცხადეს ფილიპინების პრეზიდენტის ოფისში. დაკავების ორდერის ოფიციალური ასლი მიიღო ინტერპოლმა მანილაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 79 წლის როდრიგო დუტერტეს და სხვების სავარაუდო დანაშეულებს იძიებს, სასიკვდილო განაჩენებთან და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევასთან მათ კავშირზე, "ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის" ფარგლებში.

ფილიპინელი უფლებადამცველები ყოფილ პრეზიდენტს 6000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში ადანაშულებენ. პოლიტიკოსი ღიად მოუწოდებდა ნარკორეალიზატორებისა და ნარკომომხმარებლების მიმართ ძალადობისკენ და ამბობდა, რომ პირადად სამი ნარკორეალიზატორი ჰყავს მოკლული.

როდრიგო დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი იყო 2016 წლიდან 2022 წლამდე. მისი ქალიშვილი, სარა დუტერტე-კარპიო, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა თებერვალში იმპიჩმენტი გამოცხადეს.
როდრიგო დუტერტეს პრეზიდენტობის პერიოდში ფილიპინებმა დატოვაისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი.

სრულად წაკითხვა