უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული Wildberries-ის საწყობებს ვლადიმირის ოლქშიც დაარტყეს

17 hours ago 11

3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე, ამჯერად ვლადიმირის ოლქში.

სობინსკის რაიონში მდებარე საწყობების ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

Wildberries-ის პრესსამსახურმა ვლადიმირის ოლქში მდებარე ობიექტზე შეტევა და ხანძარი დაადასტურა. რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

Wildberries-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საწყობმა მუშაობა შეაჩერა.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებს 18 ივლისიდან უტევენ.

პირველ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებით, ნავიგაციის დანადგარებით და მოწყობილობებით.

Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლითაა აღძრული.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.
სრულად წაკითხვა