ტრამპი ევროპულ ღვინოზე საპასუხო 200%-იანი ტარიფებით იმუქრება

1 month ago 14

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე, შამპანურსა და სხვა ალკოჰოლიან სასმელებზე 200%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ ევროკავშირი ამერიკული ვისკის იმპორტზე საბაჟო გადასახადს შემოიღებს.

ევროპული ტარიფი სავარაუდოდ, 1 აპრილს უნდა ამოქმედდეს. ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირს უწოდა "გადასახადების და ტარიფების ერთ-ერთი ყველაზე მტრული და არაკეთილსინდისიერი ორგანო მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით შეიქმნა, რომ აშშ-სგან იხეიროს.

„თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ გაუქმდება, აშშ მოკლე ხანში დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველა ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომელთა მოწოდება ხდება საფრანგეთიდან და ევროკავშირში სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა 13 მარტს ტრამპმა, რომელიც თვლის, რომ "ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის აშშ-ში."

სრულად წაკითხვა