ტრამპი: აშშ გააგრძელებს ირანთან მოლაპარაკებას, მაგრამ ზავი დასრულებულია

1 hour ago 3

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10 ივლისს განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე - თუმცა, ამასთან აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს საზავო რეჟიმის მოქმედების განახლებას.

ტრამპი ამას წერს სოციალური ქსელით Truth Social. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების გაგრძელება სთხოვა. "ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ აშშ-მა მათ ორაზროვნების გარეშე შეატყობინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია!" - წერს ტრამპი.

ამას წინ უძღოდა კატარის შუამავლების შეხვედრა ირანის წარმომადგენლებთან - იუწყება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მიმდინარე კვირაში დაიძაბა - მას მერე, რაც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ხომალდებზე ირანის დარტყმის პასუხად აშშ-მა ირანის სამიზნეებზე მიიტანა იერიშები, ირანთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პირველად. თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელა ამერიკულ ბაზებზე, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში.

მემორანდუმის პირობების თანახმად, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკება ორი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და უნდა შეეხოს ბევრ საკითხს, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამას და ჰორმუზის სრუტის სტატუსს. თუმცა ბოლო ხანებში ეს მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ირანს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუვრცელებია ტრამპის ბოლო განცხადებებზე.

სრულად წაკითხვა