საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის დააკავეს პირი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ძებნაში იყო მიცემული.
„საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“, — განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, რომ როგორც, გამოძიებით დადგენილია, დაკავებულ პირს უკრაინაში მოქმედი სამხედრო დანაყოფის მითითებით ჰქონდა შეძენილი საბრძოლო მასალა და მათი გამოყენებით 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს დივერსია უნდა მოეწყოთ.
დაკავებულს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი გასული წლის ოქტომბერში. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და გამოცხადდა ძებნა.
როგორც ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე, დაკავებული პირისა და მისთვის დავალებების მიმცემი პირების დადგენაზე.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·