ტრაგედია იმერეთში - კედლის ჩამონგრევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

1 week ago 39

» პოპულარული » ტრაგედია იმერეთში - კედლის ჩამონგრევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა


ტრაგედია იმერეთში - კედლის ჩამონგრევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს, კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის გარდაიცვალა.

მომხდარ უბედურ შემთხვევას ადასტურებს სოფლის რწმუნებული. მისი თქმით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

წყარო: ​primetime.ge/​​​

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+

სრულად წაკითხვა