წაკითხვა: 1
„ვისაც ეს არ ესმის, ძალიან ბევრი რამ არ ესმის, ესე იგი, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული, რომ ამ ქვეყანამ შეძლოს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ობიექტური ადამიანი ამას ყველა აღიარებს, რომც არ იყოს მიხეილ სააკაშვილის მომხრე, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, რომელმაც შექმნა სახელმწიფოში ინსტიტუციები, რომლის გარეშეც არ არსებობს ზოგადად სახელმწიფო, ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 9 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “აქტუალურ თემაში” სტუმრობისას.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობდა, რომ ეს არის დემოკრატიის მოდელი, რომელზეც მსოფლიო ბანკი წიგნებს ბეჭდავდა, რომ სხვა ქვეყნებისთვის მიეცათ და ეჩვენებინათ, როგორ უნდა ჩაატარო ეკონომიკური რეფორმები“, – განაცხადა ბარამიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს