სტამბოლში დაიწყო უკრაინა-აშშ-თურქეთის მოლაპარაკება

2 months ago 9

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიწყო მოლაპარაკებები, რომელთა მიზანია უკრაინაში ომის დასრულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეხვედრის დაწყებამდე გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.

მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეში მიმდინარეობს.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ადგილობრივი დროით თერთმეტი საათისთვის დაიწყო უკრაინის, თურქეთის და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა, ხოლო დღის პირველის ნახევრიდან დაგეგმილია თურქეთის, რუსეთის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა.

რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

სრულად წაკითხვა