უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების ჩამონათვალშია ის სამხედრო პროდუქცია, რომელსაც ევროპის ქვეყნები არ აწარმოებენ, ან უკრაინისთვის მათი მიწოდება ევროპელ პარტნიორებსა და კანადაზე უფრო სწრაფად აშშ-ს შეუძლია. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
ახალი მექანიზმი მას შემდეგ შეიქმნა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
პირველი ქვეყანა, რომელმაც 4 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ახალი პროგრამისთვის 500 მილიონი დოლარი გამოყო, ნიდერლანდია.
5 აგვისტოს იგივე განაცხადეს დანიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა.