"სიზმარშიც კი იცი რო აღარასდროს დაბრუნდება" - ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენას მეუღლე

2 months ago 17

გიგა ცხელიშვილი, რომლის მეუღლე ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ვაი რომ ამ საშინელი სიზმრიდან ვერ გამოდიხარ, გინდა გაიქცე გამოფხიზლდე და თავს ვერ აღწევს, ბორგავს ოხრავ და სიზმარშიც კი იცი რო შორენა აღარასდროს დაბრუნდება.

შევციცინებთ ამ ორ პატარა ანგელოზს და ტკივილს გულში ვიკლავთ, ეს ფერადი სამყარო შავთეთრად გადაგვიქციეს" - წერს გიგა ცხელიშვილი.

გიგა ხშირად უზიარებს საზოგადოებას ტყუპების ფოტოებსა და ვიდეობს.

სრულად წაკითხვა