საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

2 weeks ago 24

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თბილისში გამართულ პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრში ქართველმა პარასპორტსმენებმა იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვის და თურქეთის გუნდები დაამარცხეს.

ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველომ 9 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი და ლევან გუგავა.

სრულად წაკითხვა