"საქართველოს დაცემა და რუკიდან წაშლა გამორიცხულია , ეს ადამიანები საქართველოს ვერ გააფუჭებენ " - ვინ არიან ადამიანები, რომლებზეც ლელა კაკულია ქართველებს აფრთხილებს

5 days ago 5

ლელა კაკულია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

„რა განცხადებებიც უნდა კეთდებოდეს, იცოდეთ, რომ საქართველოს ვერ გაწირავს ვერავინ! სხვათა შორის, ევროპულ სტრუქტურებშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაკვეთით აკეთებენ განცხადებებს, რათა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან საქმე გაუფუჭონ. მაგრამ არაფერი გამოუვათ – არაფერი!

ბრძოლები, რომლებიც ახლა მიდის მთელ მსოფლიოში, საქართველოს ვერაფერს ავნებს: საქართველოს დაცემა და რუკიდან წაშლა გამორიცხულია, არ არსებობს, დამიჯერეთ!

პირიქით: როცა მსოფლიოში ყველაფერი ერთად იფეთქებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება მთელი სიცხადით, რაოდენ საჭიროა საქართველო გეოპოლიტიკურად!“ – წერს კაკულია.

წყარო: ​fortuna.ge​​​

სრულად წაკითხვა