წაკითხვა: 161
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. დასკვნა მზად არის და ის კენჭისყრაზე გავა, რომელიც შესაძლოა გახდეს ნაციონალური მოძრაობის, აკრძალვის საფუძველი.
დღევანდელ სხდომაზე თეა წულუკიანმა წამოაყენა ინიციატივა, რომ დასკვნა დაიბეჭდოს წიგნის სახით, რათა ახალგაზრდები გაეცნონ, თუ რას სჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა 2003 დან 2012 წლამდე, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ,
ასევე, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული დასკვნა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე, რასაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დაეთანხმა.
საბოლოო გადაწყვეტილებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა წიგნის სახით გამოიცემა და ინგლისურ ენაზე ითარგმნება,
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს