როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 27 ივლისს ამ უწყებამ გამოიძახა რუსეთის ელჩი, რომელსაც გადასცეს რუმინეთის ტერიტორიის თავზე ჩამოგდებული დრონის ნამტვრევები.
პროკურატურის გამოძიებამ დაადგინა, რომ დრონი რუსული წარმომავლობისაა. რუსეთის ელჩს გამოუცხადეს გადამწყვეტი პროტესტი, ხაზგასმით უთხრეს, რომ "აბსოლუტურად დაუშვებელია" რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რომელიც ნატოს და ევროკავშირის საჰაერო სივრცის ნაწილიცაა.
რუსეთის დიპლომატმა - რომლის სახელს და თანამდებობას არ აკონკრეტებენ - ქვეყანა უნდა დატოვოს ხუთი დღის განმავლობაში.
რუსეთის მხარის რეაქცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
რუსეთის ხელისუფლება ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში, 24-დან 26 ივლისამდე იუწყებოდა ქვეყნის სივრცეში დრონების შეღწევის თაობაზე. სამივე დრონი ჩამოაგდეს რუმინეთის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებმა - პირველად მას მერე, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.
ნგრევის და დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია არ არის. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი უპილოტო აპარატი იყო "შაჰედის" ტიპის რუსული დრონი. ხელისუფლება ფიქრობს, რომ დანარჩენი ორი დრონიც რუსულია. ამ სამი დღის განმავლობაში რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა უკრაინის ოდესის ოლქზე, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·