გუტერეშის წარმომადგენელმა, მარია ანჰელა ოლგინმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ მდივანს იმედი აქვს, რომ კვიპროსელებს და მათ ლიდერებს უბიძგებს, დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
„გენერალური მდივნის მისიაა ხელი შეუწყოს და წაახალისოს ხალხის და ლიდერების მოლოდინი მოლაპარაკებებისთვის“, - განუცხადა ოლგინმა ჟურნალისტებს ორშაბათს კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდისთან შეხვედრის შემდეგ.
მან თქვა, რომ გუტერეში „კვიპროსს თითქმის 10 წლიანი მხარდაჭერისა და დახმარების შემდეგ სტუმრობს. ასე რომ... იმედი მაქვს, რომ გარკვეულ წინსვლას მივაღწევთ“.
ვიზიტი ოქტომბერში, თურქულენოვან ჩრდილოეთ კვიპროსში ჩატარებული არჩევნების შემდეგ იმართება, რომელშიც გაერთიანების მომხრე კანდიდატმა თუფან ერჰურმანმა დამაჯერებლად დაამარცხა პრეზიდენტი ერსინ თათარი, რომელსაც ანკარა უჭერდა მხარს.
ეს გაეროს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია გუტერეშის წინამორბედი ბან კი მუნის 2010 წლის ვიზიტის შემდეგ.
სამშაბათს, გუტერეში ხრისტოდულიდისსა და ერჰურმანს ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ორივე მხარეს ცალ-ცალკე შეხვდება, რასაც ოთხშაბათს სამმხრივი შეხვედრის წინ ერთობლივი ვახშამი მოჰყვება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია“, - განაცხადა კვისპროსის მთავრობის წარმომადგენელმა კონსტანტინოს ლეტიმბიოტისმა. „ჩვენი მიზანი და იმედია, რომ ეს იქნება საწყისი წერტილი" შემდგომი მოლაპარაკებებისთვის. მან თქვა, რომ კვიპროსის მოლაპარაკებების კვლავ აღდგენა გუტერეშის პირადი ინიციატივა იყო.
მან იმედი გამოთქვა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მუდმივ ერთგულებას ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, შეუძლია „შექმნას შესაძლებლობა წინსვლისთვის “.
„თუ იმედის ოდნავი სხივი ან შესაძლებლობის ფანჯარა მაინც გამოჩნდება, ჩვენ მას გამოვიყენებთ“, - თქვა ლეტიმბიოტისმა.
თურქეთი აქამდე გაერთიანების მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა, პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი კი კუნძულზე „ორი სახელმწიფოს თანაარსებობის" მომხრეა.
კვიპროსი გაყოფილია 1974 წლიდან, როდესაც თურქეთი კუნძულის ჩრდილოეთში შეიჭრა სახელმწიფო გადატრიალების საპასუხოდ ნიქოზიაში, რომელსაც საბერძნეთის მაშინდელი სამხედრო ხუნტა უჭერდა მხარს.
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული ერთეული თვითგამოცხადებული რესპბულიკა 1983 წელს გამოცხადდა და მხოლოდ ანკარამ აღიარა.
გაეროს მხარდაჭერით ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებით კუნძულის გაერთიანება ვერ მოხერხდა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო მნიშვნელოვანი რაუნდი შვეიცარიის ქალაქ კრანს-მონტანაში 2017 წლის ივლისში ჩაიშალა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·