როგორ შეეხება „თელასს“ Inter RAO-სთვის დაწესებული სანქცია - ეროვნული ბანკის განმარტება

1 hour ago 1

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, რუსული ენერგოკომპანიის, „ინტერ რაოს“ შვილობილი „თელასის“ საბანკო მომსახურებაზე ბანკები რისკების გათვალისწინებით ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას ისე, რომ არ დაარღვიონ შიდა რეგულაციები და საერთაშორისო სანქციების აღსულების პირობები.

კონკრეტულად როგორ აისახება ეს პრაქტიკაში, ეროვნული ბანკი არ განმარტავს.

„თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყების განმარტებით, „სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი“:

„ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად“, - აცხადებენ სებში.

რადიო თავისუფლებას დედაქალაქში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის, „თელასის“ პრესსამსახურში უთხრეს, რომ „ჩვეულ რეჟიმში“ მუშაობენ. კომპანია თბილისის მოსახლეობის გამრიცხველიანებისა და ტექნიკური მომსახურების ნაწილშია ჩართული. Inter RAO ირიბად ფლობს 75%-იან წილს კომპანია „თელმიკოშიც“, რომელიც მოსახლეობას ელექტროენერგიას აწვდის. რადიო თავისუფლება კომპანიიდან პასუხს ელოდება.

როგორ იმოქმედებენ საქართველოში არსებული ბანკები და როგორ განმარტავენ ეროვნული ბანკის ამ მითითებას - ამის შესახებ განმარტება ჯერ არ გაუკეთებია საბანკო ასაოციაციას. რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება მათგან.

Интер РАО-ს სანქცირება

  • ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა რუსული ელექტროკომპანია „Интер РАО“, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ქართულ ენერგოსექტორთანაც.
  • შვილობილი კომპანიების გამოყენებით რუსული "ინტერ რაო" საქართველოში "თელასის,""თელმიკოს" და "ხრამიჰესების" მფლობელია.
  • Интер РАО-სთან საქართველოს 75,9 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი არბიტრაჟში წაგებული საქმის გამო.
  • სანქცირების შემდეგ, Интер РАО-ს მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებულ კომპანიებთან ტრანზაქციების შესრულება შეიძლება აეკრძალოთ ევროკავშირის ბანკებსა და კომპანიებს.
სრულად წაკითხვა