,,როგორც ვიცი, ზედ დახტუნავდა… კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ – რას ჰყვება ოჯახის წევრი?

2 hours ago 2

16 მა­ისს, თბი­ლის­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ორ მა­მა­კაცს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ნა­ცე­მია ფუტ­სა­ლის ფეხ­ბურ­თე­ლი ბექა ონი­ა­ნი.

მისი ოჯა­ხის წევ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ონი­ა­ნი ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

,,ბექა რო­დე­საც უკვე გა­მო­ვი­და გა­სახ­დე­ლი­დან და პარ­კინგზე მი­დი­ო­და, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ივა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი. არც ეს პი­როვ­ნე­ბა იყო ჩა­რე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტში და არც ბექა. უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ ვი­ღა­ცას ელო­დე­ბო­და და უნ­დო­და ვინ­მეს­თვის რა­ღა­ცის და­შა­ვე­ბა. შერ­ჩა ბექა ხელ­ში – მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია.

რო­გორც ვიცი დახ­ტუ­ნავ­და ზედ. ბექა, რო­გორც ვიცი იყო მარ­ტო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­ვიდ­ნენ. ამ ბიჭ­მა გა­თი­შა ბექა და მან­ქა­ნით გა­იქ­ცა.

ხე­ლით არის კი… შე­იძ­ლე­ბა ბლაგ­ვი სა­გა­ნიც ეჭი­რა ხელ­ში იმი­ტომ რომ კე­ფის ძვა­ლი აქვს გა­ტე­ხი­ლი. კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში არის მოყ­ვა­ნი­ლი, ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სიკ­ვდილს ებ­რძვის.

თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლი ახ­დი­ლი აქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­ო­რე ნა­წი­ლის ახ­დაც მო­ხერ­ხდეს, თუ თა­ვის ქა­ლის წვე­ნა არ მო­ი­მა­ტებს.

რო­გორც ვიცი არა­ერ­თი ინ­ცი­დენ­ტი ჰქო­ნია ამ ბიჭს ჩა­დე­ნი­ლი და რა­ტომ­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყო­ველ­თვის არის არი­დე­ბუ­ლი”.

პო­ლი­ცი­ამ ბექა ონი­ა­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი უკვე და­ა­კა­ვა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სრულად წაკითხვა