როგორი ამინდი იქნება 28-30 აპრილს – სინოპტიკოსთა პროგნოზი

6 days ago 2

სინოპტიკოსთა პროგნოზით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი ამინდი, ზოგან მცირე ნალექით. 28-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით:

თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სრულად წაკითხვა