როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად – რჩევები

3 hours ago 8

რამდენჯერ დაგიწუწუნია ან გიფიქრია, როგორ ახერხებენ სხვები ასე ხშირად მოგზაურობას? სინამდვილეში, შენ ეს ყველაფერი ძალიან რთული და დიდ ფინანსებთან დაკავშირებული გეჩვენება, ყველაფერი კი ბევრად მარტივადაა.

დღესდღეობით მოგზაურობა ნაკლებად არის ფუფუნების საგანი. ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ახალი კულტურების აღმოჩენა და სამყაროს შეცნობა სურს. უბრალოდ, უნდა იცოდე ის პატარა ხრიკები, რომლებიც ბიუჯეტურად მოგზაურობაში დაგეხმარება. ჩვენ ზუსტად ამას გასწავლით და დაგეხმარებით, გახდე გამოცდილი მოგზაური. თუ უცხო მიწის დალაშქვრა აქამდე მხოლოდ ოცნებად რჩებოდა, დროა, შენი ფანტაზია რეალობად აქციო.

დღეს დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც მოგზაურობისას ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარება. შევეხებით ავიაბილეთების შეძენას, ინტერნეტის საკითხს, საცხოვრებლის გონივრულ შერჩევას, კვების ეკონომიურ ვარიანტებსა და ტრანსპორტირებას. 

ავიაბილეთების დაჯავშნა: როდის და როგორ ვიყიდოთ ყველაზე იაფად

მოგზაურობის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი ხშირად ტრანსპორტირებაზე მოდის. იაფი ავიაბილეთების პოვნა ერთგვარი ხელოვნებაა. პირველი და უმთავრესი წესი თარიღების სტრატეგიულად შერჩევაა. თუ კონკრეტულ დღეებზე არ ხარ დამოკიდებული, უმჯობესია, საძიებო სისტემაში მთლიანი თვის კალენდარი შეამოწმო. ხშირად სამშაბათს ან ოთხშაბათს ფრენა ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პარასკევსა და კვირას.

გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონს. მაგალითად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოგზაურობა შედარებით იაფია, ვიდრე ზაფხულში ან საშობაოდ, როცა მოთხოვნა უფრო მაღალია. ამ დროს ამინდიც კარგია, ტურისტების ნაკადიც ნაკლებია და ბილეთების ფასებიც საგრძნობლად დაბალია. ისარგებლე ისეთი პლატფორმებით, როგორიცაა Skyscanner ან Google Flights და აუცილებლად ჩართე შეტყობინებები, რათა ფასის ცვლილების შესახებ ინფორმაცია ავტომატურად მიიღო.

საცხოვრებლის შერჩევა

დღეს უამრავი ალტერნატივა არსებობს, რომელიც არა მხოლოდ ფულს დაგიზოგავს, არამედ ადგილობრივებთან დაახლოებაშიც დაგეხმარება, რაც მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ამისთვის ჰოსტელები საუკეთესო არჩევანია. თანამედროვე ჰოსტელები, როგორც წესი, სუფთა, უსაფრთხო და მყუდროა. ამასთანავე, ეს არის საუკეთესო შანსი სხვა მოგზაურების გასაცნობად.

თუ მეტი პირადი სივრცე გჭირდება, Airbnb შეგიძლია შეამოწმო, სადაც შეგიძლია იქირაო როგორც ცალკეული ოთახი, ისე მთლიანი ბინა. ბინის ქირაობისას მნიშვნელოვანი პლუსია საკუთარი სამზარეულოს ქონა, რაც კვების ხარჯებს შეგიმცირებს. კიდევ ერთი სრულიად უფასო პლატფორმა არის Couchsurfing, რომელიც საშუალებას გაძლევს უფასოდ დარჩე ადგილობრივ მასპინძლებთან, რომლებიც მზად არიან საკუთარი კულტურა გაგიზიარონ.

კვება მოგზაურობისას

ტურისტულ ცენტრებში მდებარე რესტორნები ყოველთვის ორმაგად ძვირი ღირს. თუ გსურს გემრიელად და იაფად მიირთვა, ცენტრალური ქუჩებიდან სულ რაღაც ორი-სამი კვარტლის მოშორებით ოპტიმალურ ვარიანტებს ნახავ. ყურადღება მიაქციე, სად ჭამენ ადგილობრივები. თუ კაფესთან რიგი დგას და მათ ენაზე საუბარი გესმის, ესე იგი, სწორ ადგილას ხარ.

“Street Food” და ადგილობრივი ბაზრები ბიუჯეტურად კვების კიდევ ერთი გზაა. ეს არა მხოლოდ ეკონომიურია, ამ ქვეყნის კულინარიის შეცნობის საუკეთესო საშუალებაც არის. ასევე, დღეში ერთხელ შეგიძლია პროდუქტები ადგილობრივ სუპერმარკეტში შეიძინო და თავად მოამზადო საუზმე ან სასეირნოდ წაიღო მსუბუქი სენდვიჩები.

დაზოგე ინტერნეტის ხარჯები mobineX-თან ერთად

დღეს მოგზაურობა ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. რუკების გამოყენება, თარგმნა, ტრანსპორტის განრიგის შემოწმება ინტერნეტთან მუდმივ კავშირს მოითხოვს. როუმინგის სტანდარტული ტარიფები ხშირად ასტრონომიულ თანხებთან არის დაკავშირებული, ხოლო უცხო ქვეყანაში ფიზიკური SIM ბარათის ძებნა და რიგებში დგომა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ბიუჯეტური და კომფორტული მოგზაურობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი. mobineX-ი გთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

mobineX-ის რეფერალური სისტემა იდეალური შანსია სამოგზაურო ბიუჯეტის კიდევ უფრო შესამცირებლად. რეგისტრაციის შემდეგ თითოეული მომხმარებელი პირად კაბინეტში იღებს უნიკალურ, პერსონალიზებულ კოდს. ეს კოდი შეგიძლია გაუზიარო მეგობრებს, რომლებიც სამოგზაუროდ ემზადებიან. როდესაც შენი მოწვევით მეგობარი mobineX-ზე დარეგისტრირდება და პაკეტს შეიძენს, ის მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას, ხოლო შენ – გადახდილი თანხის 15% COINEX ქულების სახით დაგერიცხება. COINEX-ი mobineX-ის ბონუს ქულებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გიგროვდება და შეგიძლია სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების შესაძენად გამოიყენო. რაც მეტ ადამიანს მოიწვევ, მით მეტი ქულა დაგიგროვდება.

ადგილობრივი ტრანსპორტი და უფასო აქტივობები

ტაქსი ნებისმიერ ქალაქში საკმაოდ ძვირი ჯდება. მცირე ბიუჯეტის მქონე მოგზაურის არჩევანი ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ფეხით სიარულია. ფეხით სეირნობისას უკეთ აღიქვამ ქალაქის არქიტექტურას, პოულობ მივარდნილ ქუჩებსა და საინტერესო ადგილებს, რომლებსაც ტრანსპორტიდან ვერასდროს შეამჩნევდი. თუ მანძილი დიდია, შეიძინე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალჯერადი ან დღიური აბონემენტები, რაც ერთჯერად ბილეთებზე ბევრად იაფია.

ასევე, წინასწარ მოიძიე ინფორმაცია უფასო აქტივობების შესახებ. ბევრ დიდ ქალაქში მუზეუმებს აქვთ კონკრეტული დღეები ან საათები, როდესაც შესვლა უფასოა. გარდა ამისა, თითქმის ყველგან ტარდება უფასო საფეხმავლო ტურები. ამ ტურებს ადგილობრივი გიდები უძღვებიან და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სიმბოლური ფეხის ქირის დატოვება გიწევს, ეს მაინც საუკეთესო და ყველაზე იაფი გზაა ქალაქის ისტორიის გასაცნობად.

შეჯამება

ბიუჯეტური მოგზაურობა სულაც არ ნიშნავს კომფორტზე უარის თქმას ან საკუთარი თავის შეზღუდვას. სწორი დაგეგმვა, მოქნილობა, ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და თანამედროვე ციფრული ხელსაწყოების გამოყენება მოგზაურობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს და უამრავ სამახსოვრო მოგონებას შეიქმნი. ასე რომ, დაგეგმე ჭკვიანურად და იმოგზაურე ბიუჯეტურად. წინ დიდი თავგადასავლები გელის!

სრულად წაკითხვა