წაკითხვა: 2
თაკო ჩარკვიანი ეხმიანება რეჟისორ დათა თავაძის დადგმულ სპექტაკლ “ლიბერტეს”, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან სპექტაკლში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა და თამამი სცენები.
“სპექტაკლი ნანახი ხომ უნდა გქონდეს (მინიმუმ ნანახი), რომ აღშფოთდე და გადაირიო და გულშეღონებული თმებს იგლეჯდე?!
ვაახ, დავუშვათ რომ ფრიად ნატურალისტურად დგამს სპექტაკლს რომელიმე რეჟისორი, მაგალითად დიდზე დიდ კეისარზე ( ერთი წუთით დავუშვათ) და ნატურალისტურ სცენაში გადაწყვიტა მისი ისტორიულად უკვე ცნობილი ბისექსუალობა ფრიად ნატურალისტურად გადმოსცეს, (დიდ გენიალურ რეჟისორებთან გვინახავს ამ ტიპის კადრები) უნდა “დახვრიტოთ ” ეს რეჟისორი? მართლა მაინტერესებს.
ის მაინც თუ იციან “თმაგაშლილმა” ფსევდო “მორწმუნე” კრიტიკოსებმა, დადებითი თუ უარყოფითი გმირი საუბრობს, ან საერთოდ რა ტიპის დიალოგია და ვინ საუბრობს სპექტაკლში?
კაცო ნანახი არ გაქვთ და რატომ იხოკავთ სახეს “შეურაცხყოფილნი და “წინასწარ გაუპატიურებულები”!
შეიძლება, რა თქმა უნდა, ისაუბრო, ნიჭიერად არის თუ არა დადგმული სპექტაკლი, ან საერთოდ არ გესიამოვნოს, ესა თუ ის სპექტაკლი, ან არ მიიღო საერთოდაც, მაგრამ არ გქონდეს ნანახი დადგმა და გაჰკიოდე “გაგვაუპატიურეს და შეურაცხყოფა მოგვაყენესო” ამოგლეჯილი ამონარიდით გაჰყვიროდე მართლა არ მესმის!
მე, ან მავანს რა მომწონს და რა არა ეს სრულიად სხვა თემაა ,ამაზე არ ვსაუბრობ ახლა.
ხომ შეიძლება მუხლებზე ფუნდამენტალისტურად დამხობილებმა მართლა რეაულურად თავგახეთქილი და ხელებ და ფეხებ დაგლეჯილი ბავშვები, ადამიანები რომ გკიდიათ ფეხებზე და სრულიად ვითომ “ეროვნული ფსევდო “ტრაგიზმით” არ ისაუბროთ სპექტაკლზე რომელიც არ გინახავთ! არ გინახავთ არა!
სისულელეშია და იდიოტიზმშია უკვე ქვეყანა “პაივცემულო ამხანაგებო “
წინასაწარ “ნუ გაიუპატიურებთ თავს” . განიხილეთ ღირებული არის თუ არა? ნიჭიერად არის შექმნილი თუ არა, ან საერთოდაც , აქამდე ხომ არ გინახავთ და არ ნახოთ ,ნება თქვენია!
მაგრამ არ გინახავთ და უკვე “გაუპატიურებული” რანაირად ხართ ასე ერთად რამდენიმე” – წერს თაკო ჩარკვიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს