რატომ არ გამოიძახა ის 3 ბიჭი - ვილი სანიოლმა გამოძაღებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა

4 months ago 39

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ნოემბრის სიაში იყვნენ, თუმცა ახლა განაცხადში ვერ მოხვდნენ, ესენია: სოლომონ კვირკველია, გიორგი გველესიანი და საბა ლობჟანიძე.

ვილი სანიოლის სრული განაცხადი

სრულად წაკითხვა