2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მაისში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.46%-ს შეადგენდა, აპრილში კი 13.32%-ს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.61%-დან 15.78%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.56%-დან 9.37%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, გაძვირდა მხოლოდ ლომბარდული და ავტოსესხები. განაგრძეთ კითხვა>>>

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·