რა შემთხვევაში გაუქმდება აშშ-ის ვიზა – საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

2 days ago 7

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელია ვიზა გაუქმდეს.

„აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უწყების განცხადებით, შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის.

სრულად წაკითხვა